როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში


ქუჩაში სიცივე და ქარი, მშრალი ჰავა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ტენიანობა - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. სიმშრალე, სიწითლე, აქერცლილი კანი არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ განწყობასაც გვიფუჭებს.

ზამთრის სეზონი რომ გადავიტანოთ კანზე ზიანის მიყენების გარეშე, საჭიროა სპეციალური რუტინა დავიცვათ. ყოველთვის, როდესაც ქუჩიდან შენობაში შედიხართ ან პირიქით, თბილი სახლიდან გადიხართ გარეთ, ეპიდერმისის უჯრედები ე.წ. თერმულ შოკს განიცდიან ტემპერატურის ცვალებადობის გამო. ექსპერტები თვლიან, რომ ეს კანის დეჰიდრატაციის (გამოშრობის) ძირითადი მიზეზია. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახის სრულყოფილი მოვლა მთელი დღის განმავლობაში.

1. დილის მოვლა

saxe1-1607606595.png

ცივი ამინდის დადგომისთანავე დაიწყეთ ცხიმოვანი კომპონენტების მქონე პროდუქტების გამოყენება (მაგალითად, მცენარეული ზეთი, შის კარაქი, ავოკადო და ა.შ.), რომლებიც აღადგენს კანის ჰიდროლიპიდური ბარიერის მთლიანობას, დაიცავს მას ტენიანობის დაკარგვისგან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სასურველია დილის რუტინის პროცედურების დასრულება სახლიდან გასვლამდე ორი საათით ადრე. შრატის და კრემის გამოყენების შემდეგ კანზე დარჩენილი ტენი უნდა აორთქლდეს კანის ზედაპირიდან.

Herbalife Nutrition-ის SKIN-ის ხაზის მოვლის საშუალებები ძალიან ეფექტურად ატენიანებს და იცავს კანს. შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის უნიკალურ კომპონენტებს და 15-ზე მეტ ვიტამინს, ანტიოქსიდანტს, ზეთებსა და მცენარეულ ექსტრაქტს. Herbalife Nutrition-ის SKIN-ის ხაზის მოვლის საშუალებები სრულყოფილად კვებავს კანს.

დილით გამოიყენეთ:

  • ალოეს გამწმენდი გელი
  • ბალახეულზე დამზადებული მატონიზებელი ლოსიონი
  • დამატენიანებელი კრემი თვალის გარშემო კანისთვის
  • ყოველდღიური დამატენიანებელი კრემი

2. საღამოს მოვლა

saxe3-1607606617.png

არ დაიბანოთ სახე ცხელი წყლით და არ გამოიყენოთ საპონი და საწმენდები, რაც თქვენს კანს ზედმეტად გამოაშრობს. ძილის წინ აუცილებლად წაისვით აღმდგენი კრემი დამამშვიდებელი ან დამატენიანებელი ეფექტით. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: პლაცენტა, ჰიალურონის მჟავა და ცხიმში ხსნადი ვიტამინები (მაგალითად, ვიტამინი E) ხელს შეუწყობს გამომშრალი და აქერცლილი კანის სტრუქტურის აღდგენას.

Herbalife SKIN-ის კანის მოვლის საშუალებები კარგად უმკლავდება ამ ამოცანას. აქერცლილი კანის მოსაშორებლად უნდა გამოიყენოთ სპეციალური ლიპიდების შემცველი გელები და კრემები.

საღამოს გამოიყენეთ:

  • ალოეს გამწმენდი გელი
  • კენკრის სკრაბი
  • მატონიზებელი ლოსიონი
  • გელი თვალის გარშემო კანისთვის
  • ღამის აღმდგენი კრემი

3. ნიღბები

დღეისათვის კოსმეტიკური ბაზარი ნიღბების ნამდვილ ბუმს განიცდის. ასე რომ, არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაანებივროთ თქვენი კანი. შეარჩიეთ მკვებავი და გამაცოცხლებელი ნიღბები, ასევე, SOS პროდუქტები. ისინი დაგიბრუნებთ კანის სინაზეს და ხავერდოვნებას და რაც მთავარია - აღადგენს კერატინის ფენის სიმკვრივეს, რომელიც აუცილებლად იცვლება ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობასთან ერთად, როდესაც თბილიდან ცივზე და ცივიდან თბილზე იცვლება.მაგალითად, გამოიყენეთ Herbalife SKIN-ის კოსმეტიკურ თიხასა და პიტნაზე დამზადებული გამწმენდი ნიღაბი..

წყარო : beaumonde.ge