ბიძინა ივანიშვილი: „შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ”


ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.


„შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ
დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.