კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა


პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბოლო ათწლეულში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის (IFFHS) დოკუმენტშია ნათქვამი.

რეიტინგი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.