ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება


ქალაქ ოზურგეთში, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.


ოფიციალურ პირებთან ერთად, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია გალფის ხელმძღვანელობამ მშენებლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


საკალათბურთო კორტი ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩაზე აშენდება. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია გალფის ორგანიზებითა და ქალაქს ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობისთვის, პირველი სტადიონი თბილისში, მეორე ქალაქ გორში, ხოლო მესამე ქალაქ სენაკში მდებარეობს. ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი ოზურგეთში 2021 წლის შემოდგომით გაიხსნება.