სოფელ ძევერაში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა მოეწყო


სოფელ ძევერაში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა მოეწყო.
პროექტი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

"პროექტის მიხედვით, განხორციელდა 342 გრძივი მეტრის რეაბილიტაცია და მოეწყო ეზოებში შესასვლელები.
გზის მონაკვეთზე არ იყო ასფალტის საფარი. მისი არათანაბარი ზედაპირი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა გადაადგილებისას, განსაკუთრებით მდგომარეობა რთულდებოდა ნალექის დროს",- წერია "გორის მუნიციპალიტეტის მერიის" "ფეისბუქ" გვერდზე.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციას 100 000 ლარი მოხმარდა.