ვალენტინობის ტორტი - რეცეფტი
-
120 გრ კარაქი
-
1 ჭიქა შაქარი
-
2 კვერცხი
-
1 ს/კ კაკაო
-
1 ჭიქა ფქვილი
-
1/2 ჭიქა რძე
-
600 მლ გასქელებული კრემი
-
რამდენიმე ახალი მარწყვი
-
200 გრ შავი შოკოლადი
ტორტის მოსამზადებლად: გააცხელეთ ღუმელი 180 ° C გრადუსამდე.
საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ერთმანეთს კარგად აურიეთ კვერცხი, კარაქი, შაქარი კაკაო ფქვილი და რძე. მიქსერით კარგად ათქვიფეთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ გულის ფორმის საცხობ ფორმაში. და აცხვეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იქამდე სანამ კარგად არ გამოცხვება. გააციეთ 5 წუთის განმავლობაში და შმდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
ტორტი შეგიძლიათ მორთოთ გასქელებული კრემით ან თქვენი საყვარელი კრემით, ზევიდან მოასხით შოკოლადი და გააფორმეთ მარწყვით.
ვალენტინობის ტორტი მზადაა.