ლიონელ მესიმ მე-900 შეხვედრა ჩაატარა


ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში საიუბილეო, მე-900 შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონა“, „სანჩეს პისხუანზე“, „სევილიასთან“ 0:2 დამარცხდა და ფინალში გასვლის შანსები ძალიან შეიმცირა.

კატალონიელთა კარში გოლები კუნდემ და რაკიტიჩმა გაიტანეს. რაც შეეხება მესის, მან 900 შეხვედრიდან, 758 „ბარსელონაში“, 142 კი არგენტინის ნაკრებში გამართა და მეტოქე გუნდების კარში 722 გოლი გაიტანა.