როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი?


ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, C ვიტამინს, ფრუქტოზას, უჯრედისს.

ასევე მდიდარია სხვა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდაციური მოქმედების მქონე ნივთიერებებით.

როგორ შევარჩიოთ ჯანსაღი ხილი?

ხილის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • შეიძინეთ ქიმიურად ნაკლებად დამუშავებული, ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი ხილი;
  • ჯანსაღ ხილს არ უნდა ჰქონდეს პრიალა ზედაპირი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ სეზონურ ხილს;
  • მოერიდეთ ხილს, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი შეფერილობა;
  • დაჟეჟილი ხილი არ მიირთვათ, რადგან მსგავსი ტიპის საკვები ძალიან იზიდავს ბაქტერიებს;
  • მნიშვნელოვანია ხილის არომატი.