თამარ მეფის ოსური სისხლი


თამარის დედა, დედოფალი ბურდუხანი ოსი მეფის ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. იგი გიორგი მესამეს მამამისმა, დიმიტრი პირველმა მოუყვანა ცოლად.

დედოფალი ბურდუხანი ძალიან ლამაზი და განათლებული იყო, ის ფლობდა 5 ენას: ოსურს, ქართულს, ბერძნულს, ლათინურსა და სპარსულს. მან განათლება ოსეთში მიიღო რაც მიუთითებს განათლების საკმაოდ მაღალ დონეს შუასააუკუნოვან ოსეთში.

დედოფალი ბურდუხანი ასევე გამოირჩეოდა ქრისტიანული სარწმუნოების უდიდესი ერთგულებით, იგი განსაკუთრებულად ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე, შვილებს ზრდიდა ქრისტიანულად. მათ არა მარტო დედის სილამაზე, მისი მისი კეთილშობილი ხასიათიც გამოჰყოლიათ.

ალბათ მხოლოდ ასეთ კეთილშობილ, ჭკვიანნ და განათლებულ ქალს შეეძლო აღეზარდა ისეთი საამაყო მეფე, როგორიც თამარი იყო საქართველოსთვის.