ჟოზე მოურინიო XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს


საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.

58 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა „პორტუსა“ და „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ შეძლო. „პორტუს“ მან უეფას თასიც მოაგებინა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად კი ევროპის ლიგის მოგება იზეიმა.

IFFHS-ის რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, მესამე ადგილს კი ალექს ფერგიუსონი და ხოსეპ გვარდიოლა იყოფენ.