ნახეთ ქალაქის ისტორია, რომელიც 1986 წელს ''მოკვდა'', თუმცა ის კვლავ ცოცხლობს - მსოფლიოში უპრეცენდენტო ბირთვული აფეთქების ეპიცენტრი


უკრაინა, ჩერნობილი, 1986 წლის 26 აპრილი, ღამის 1:23:50 საათი.

ჩერნობილში აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებისგან გამოწვეული ხმისგან დაინტერესებული ჩერნობილელები, იდგნენ ‘’სიკდილის ხიდზე’’ და უშიშრად გაჰყურებდნენ ცეცხლმოკიდებულ რეაქტორს, თუმცა, მათ არ იცოდნენ, რომ უხილავი სიკდილი უკვე მოსული იყო. იდგნენ ბავშვები, კაცები, ქალები და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მომაკვდინებელ რადიაციულ დასხივებას იღებდნენ. ხიდზე მდგომთაგან არავინ გადარჩენილა, სწორედ ამიტომ ეწოდა მომავალში მას ‘’სიკვდილის ხიდი’’.

მაშინ, როცა განგაში ატყდა, მეოთხე რეაქტორზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, რადიაციასთან შეუსაბამო აღჭურილობით, ჩერნობილის სახანძრო ჯგუფები მივიდნენ, ისინი წყლით ებრძოდნენ მტერს. მტერს, რომელთან ბრძოლაშიც დამარცხდნენ. ებრძოდნენ სიკვდილს, რომელიც ათწლეულეის შემდეგაც კი არ გამქრალა. უხილავი მტერი ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ მეხანძრეებს გაუგებრობიდან მომავალ, სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებებს აყენებდა. სიცოცხლის უკანასკნელ საათებს კი, პრიპიატის საავადმყოფოში, გადარჩენის იმედით ატარებდნენ. მეხანძრეების გადასარჩენად მხოლოდ სხეული იყო საჭირო, სხეული, რომელსაც გაუგონარი სიდიდის რადიაცია ალპობდა.

ისტორიამ შემოგვინახა ვასილი იგნატენკოს სახელი, მეხანძრის, რომელიც უხლავ სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხდა. საქმის შესრულებისას, მან სასიკვდილოზე 4 ჯერ მეტი დასხივება, 1600 რენდგენი მიიღო. (სასიკვდილო დოზა 400-ია). თითქმის 35 წელი გავიდა, რაც პრიპიატში სასიკვდილო დასხივება არ ქრება, მიწასა და ხეებში რადიაციულ მტვერი დღესაც ღრმადაა გამჯდარი. ამ ქალაქს, ბირთვული ქალაქის ყველაზე უბედური ადგილის სტატუსი აქვს, სწორედ ამ სახელითაა შესული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ამ ტერიტორიაზე მასშტაბურად გავრცელებული ტყე ადასტურებს, რომ ‘’მკვდარი ქალაქი’’ ისევ ცოცხალია. ხეების სიმწვანე იძლევა იმედს, რომ ისტორიში ყველაზე დიდი ბირთვული აფეთქების ეპიცენტრი, ოდესღაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. მაშინ, როცა, ქალაქის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა, ტერიოტორიაზე რადიაცია დასაშვებზე 600 000-ჯერ მეტი იყო. გაფრთხილება ამის შესახებ ერთი დღის დაგვაანებით გაიცა, მოსახლეობას დაუმალეს ისიც, რომ სახლებს არა დროებით, არამედ სამუდამოდ ტოვებდნენ.

ყველა ორსულს, რომელიც კატასტროფისას მუცლით ნაყოფს ატარებდა უთხრეს, რომ აბორტი უნდა გაეკეთებინათ, მიზეზი ანომალიებით დაბადებული შთამომავლობის თავიდან აცილება იყო. აფეთქებას გადარჩენილთაგან ზოგი ადამიანი რამდენიმე წელში, რადიაციისგან მიღებული დაავადებებით გარდაიცვალა, უმრავლესობას კი ტანჯვით ცხოვრება მოუწია.

დღეს აქაურობის სანახავად ტურისტები მსოფლოს სხვადასხვა წერტილებიდან მოდიან. ჩერნობილში ჩასულებს ველურ ნაკრძალად ქცეული ქალაქი და იქ მობინადრე ცხოველები ხვდებათ. წლების წინ ქალაქში ცხენები ჩაიყვანეს, რომლებიც ექსპერიმენტის ნაწილი იყვნენ. მას შემდეგ გამრავლდნენ და აქ ცხოვრებას ჩვეულ რეჯიმში განაგრძობენ. მათი იქ ყოფნა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ‘’მკვდარი ქალაქი’’ ცოცხლობს.

ბირთვულ მოვლენათა საერთაშრისო შკალით, ჩერნობილის აფეთქება, მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ჯამში დაბინძურებული ზონიდან დაახლოებით 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. თუ უდიდესი ადამიანური ინტერესით ჩერნობილს ესტუმრებით , დაინახავთ აქა-იქ მიწაში ჩარჭობილ რადიაციის ნიშნულებს, ეს სამარხებია, სამარხები, რომლებშიც უხილავი სიკვდილით დაბინძურებული, სხვადასხვა სახის ნივთები

დიდი დაინტერესებისა და ახალ თაობაში ჩერნობილის ისტორიის გაცოცხლებისთვის, 2019 წელს HBO-მ მოკლემეტრაჟიანი სერიალი გადაიღო.

სერიალის ნაწილი ლიტვაში, ნაწილი კი ისტორიაში უდიდესი ბირთვული აბეთქების ეპიცენტრში, ჩერნობილში გადაიღეს. სერიალი 4 სერიისგან შედგება და დროის ზუსტი მიმდევრობით აცოცხლებს 1986 წლის ტრაგედიას. სერიალის ყველა პერსონაჟი, თითქმის 100%-ით არის დამსგავსებული რეალურ პირებს.