"მზად ვართ ვადამდელი არჩევნების" - ენმ


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ენმ იყო, არის და დარჩება მშვიდობის ფარგლებში. პატია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ იფიქრონ მათი ოფისის შტურმზე.

პატრია, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ არსებული სიტუაციის განსამუხტად ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ, ფასილიტატორებს ჩართულობით.

"საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია - დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ნიკა მელიას ფიზიკურად იცავს, ანუ სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

''ქართული ოცნების'' სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ, რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ იყო, არის და დარჩება მშვიდობის ფარგლებში! მოვუწოდებთ, ''ქართულ ოცნებას'' არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური დევნა შეწყდეს და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორებს ჩართულობით", - წერია პარტიის განცხადებაში.