დიდი პატივითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები ''POS TV''-ის ხელმძღვანელად - ლაშა ნაცვლიშვილი


ლაშა ნაცვლიშვილის facebook პოსტიდან ვიგებთ, რომ ის ისევ ''POS TV''-ის ხელმძღვანელად ბრუნდება.

"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტპლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს", - წერს ნაცვლივილი.