გორის მეშვიდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ბავშვები სახლში გაუშვეს


გორის მუნიციპალიტეტის მე-7 საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა გაფუჭდა. გათბობის გამორთვის გამო მოსწავლეები სკოლის დირექციამ სახლში გაუშვა.
საბაზისო კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ 2 გაკვეთილი, ხოლო საშუალო კლასის მოსწავლეებს 3.
ამჟამად შეჩერებულია 1 ცვლის სასწავლო პროცესი.
სკოლის დირექტორის განცხადებით, რესურს ცენტრი საქმის კურსშია და მიმდინარეობს პრობლების აღმოფხვრაზე მუშაობა.
დირექტორის თქმით, მეორე სმენის მოსწავლეებს გაკვეთილები სავარაუდოდ ჩაუტარდება.