"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - აქცია-მსვლელობა თბილისში


"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - ამ მოწოდებით "მოძრაობა საქართველოსთვის" თბილისში მსვლელობას მართავს.

მდუმარე აქციით მოძრაობის წევრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მშვიდობის ხიდი, "ქართული ოცნების" ოფისი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენცია, მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი- ეს აქციის მონაწილეების დღევანდელი მარშრუტია.