კალაძის თქმით, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა და უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე.

„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა და უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.