„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება - ნახეთ რა ხდება ადგილზე


„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს.

„მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი-ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, - აცხადებენ უწყებაში.