ის საკანში ბევრად უფრო თვისუფალია, ვიდრე ბევრი ადამიანი გარეთ - კონდახაშვილი მელიაზე


"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის ადვოკატის, გიროგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია საკანში ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ბევრი ვითომდა თავისუფალი ადამიანი.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, სამართლებრივ მექანიზმებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ეს სიგიჟე დამთავრდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებას, მას თავისუფლებას დაკავებით და დაპატიმრებით ვერავინ ვერ შეუზღუდავს. ის ბევრად უფრო თავისუფალია საკანში, ვიდრე ბევრი ვითომდა თავისუფალი ადამიანი გარეთ", - თქვა გიორგი კონდახაშვილმა.