“დღე და ღამე მის ლოგინთან ლოცულობს ზალიკო” – ნახეთ რა დიდი განსაცდელი გამოიარა ზალიკო სულაკაურის პატარა გოგონამ


მხატვარ ზალიკო სულაკაურის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოპერაცია გაუკეთეს, მამა კი მის სარეცელთან ლოცულობს. ემოციურ ფოტოს, სოცილურ ქსელში, ზალიკოს ცოლი, ნინო განუგრავა აქვეყნებს და წერს:

„ეს ფოტო მთელი ცხოვრების მანძილზე დღევანდელი დღის “ქოვერი” იქნება…
თანოს კიდევ ერთი დაბადების დღეა დღეს…
თან რომ ვერ ვიტან… და თან რომ უნდა მიყვარდეს… ის დღეა…
ზუსტად ამ დროს ჩემი გოგო საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. არაფერი მახსოვს, გარდა იმ ძააან ბევრი ჩვენი ადამიანისა, რომლებიც დილიდან ჩვენს გვერდით იყვნენ..
ერთი წელიც გასულა… და იმედია მსგავსი ფოტო არასდროს აღარ გვექნება…”
– წერს ნინო განუგრავა.