საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება


საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბერიდან 25 ფეხბურთელი მონაწილეობს.

ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზეა დაგეგმილი.

4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ესტონეთი - საქართველოს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ჩვენი გუნდი ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. 2020/2021 წლის უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრა 5 სექტემბერს ა ლე კოქ არენაზე, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ესტონეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება.

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 8 სექტემბერს დინამო არენაზე, 20 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.