უეფას ერთა ლიგის გათამაშება - საქართველოს ეროვნულ ნაკრები და ჩრდილოეთ მაკედონია


8 სექტემბერს, თბილისში დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შედგება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო მატჩები მთელი ევროპის მასშტაბით მაყურებლის გარეშე გაიმართება.

მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება, რადგან იმოქმედებს დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში.

უეფას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გაუქმებულია ეგრეთწოდებული შერეული ზონა, სადაც მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.