როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი


ჰემოგლობინის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვით ან გარკვეული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.

როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი:

1. მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტები: კვერცხის ცილა, ბარდა, ლობიო, შავი პური, თევზი, ხორცი, ატამი, ვაშლი, ოხრახუში, ქინძი.

2. მოხარშეთ 1 ჩ/კ ასკილის დაფხვნილი ნაყოფი, 1 ჭიქა წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი დალიეთ დილით, უზმოზე. უფროსებისათვის აუცილებელია მთლიანი ჭიკის დალევა, ბავშვებისათვის კი 100 მლ. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 30-60 დღე.

3. დაფქვით კაკლისა და შტოშის ნაყოფი, დაუმატეთ თაფლი. პროპორცია უნდა იყოს 1 - 1, მაგრამ შეგიძლია თაფლის რაოდენობის ცოტათი გაზრდა. მიიღეთ 1 ს/კ ნაზავი დღეში სამჯერ, ხოლო ბავშვებს დაალევინეთ დღეში ერთხელ 1 ჩ/კ.

4. გამოწურეთ წვენი ახალი სტაფილოსგან, ვაშლისა და ჭარხლისგან, უნდა მიიღოთ დაახლოებით 500 მლ მოცულობის სითხე. დალიეთ იგი ერთი მიღებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დალევამდე მიირთვის 1 ს/კ არაჟანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ მოახერხებს კაროტინის სწორად ათვისებას.

5. ორი კვირის განმავლობაში, ვახშმიდან რამდენიმე საათის შემდეგ 100 გრ ბროწეულის მარცვალი, 100 გრ ვაშლი და 100 გრ გრეიფრუტი მიირთვით.

6. შეიძინეთ ჰემატოგენი აფთიაქში. მიირთვით იგი ყოველდღიურად. ჰემატოგენი ხელს უწყობს ჰემოგლობინის ამაღლებას.

7. გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ჰემოგლობინზე. თუ მისი დონე მაინც არ გაიზრდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ჰემოგლობინის დონის გასაუმჯობესებელ პრეპარატებთან დაკავშირებით, რადგან მათი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.