ამერიკელი გენერალი: ,,საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდეს"


საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდეს, - ამის შესახებ Twitter-ზე ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი წერს.

საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდეს. შავი ზღვა ნატოსთვის რეგიონში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებს, - წერს ბენ ჰოჯესი.