იმედი მაქვს, რომ ამ სტადიონთან ისევ კარგი მოგონება დამაკავშირებს - ლუის ენრიკე


"ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაქვს, აქ ევროპის სუპერ თასი მოვიგეთ და იმედია ისევ კარგი მოგონებები მექნება" - ამის შესახებ განცხადება, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველო-ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს დღეს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან. თამაში 20 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი საბრძოლო განწყობა აქვთ და ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, სტადიონზე 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ მაყურებელს კარგი თამაში და რაც მთავარია, შედეგი აჩვენონ.

"დინამო არენაზე" დღეს მაყურებლების 30%-ს დაუშვებენ. სპეციალურად ქომაგებისთვის, ვისაც თამაშზე დასასწრები ბილეთები აქვთ, ღამის პირველ საათამდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.