საქართველო 28 : რუმინეთი 17 - საქართველოს სარაგბო ნაკრების მორიგი გამარჯვება


რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველ საშინაო მატჩში, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართა, რომელსაც მაყურებლების 30% ესწრებოდა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 4-დან 4 მატჩი მოიგო და ანთიმოზ ივერიელის თასს კიდევ ერთხელ დაუეფლა.