გორში ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა


გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლა. გორის დილა ბათუმის დინამოს წინააღმდეგ თამაშობდა.

მატჩის პირველ ნახევარში, მე-15 წუთზე კიჭი მელიავას ჩაწოდების შემდეგ, დილის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხურცილავამ მოგერიება სცადა, მაგრამ ბურთი დაცვის ცენტრში თავის მეწყვილეს მოარტყა და ავტოგოლი გამოუვიდა. 43-ე წუთზე კი, ირაკლი ლექვთაძეს მეტოქის კარში გოლის მეშვეობით, ანგარიში გათანაბრდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები ანგარიში არ შეცვლილა. დილამ და ბათუმმა ქულები გაიყვეს და ჩემპიონატში წაუგებელ სერიას აგრძელებენ.

თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

გორის დილა ჩემპიონატში 14 ქულით ლიდერობდა, ბათუმელები კი მე-2 ადგილზე იყვნენ და 10 ქულა ჰქონდათ. ამ სეზონში ორივე გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებლად მოდის, ,,დილას” 6 მატჩში 4 გამარჯვება და 3 ფრე აქვს, ბათუმის დინამომ კი 5 ფრესა და 2 გამარჯვებას მოუყარა თავი.

გორის დილა გათამაშების ცხრილში 15 ქულით ლიდერობს.