იგეგმება თუ არა ბორჯღალოსნების სამწრთვნელო შტაბში ცვლილებები


ბორჯღალოსნების სამწრთვნელო შტაბში ცვლილებები არ იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურ გვერდზე წერს.

,,ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება,“ - ნათქვამია განცხადებაში.