როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება


მეხსიერების გასაუმჯობესებლად ტვინს ისეთივე ვარჯიში სჭირდება, როგორც ნებისმიერ კუნთს. უფროსები, ხშირად, ცდილობენ ბავშვს რამე დააზეპირებინონ და ამით განუვითარონ მეხსიერება. ასეთი ხერხი, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს იძლევა, თუმცა, მეხსიერების გასაუმჯობესებლად არსებობს სხვა ეფექტური მეთოდებიც.

ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაწვრილებით გაიხსენეთ განვლილი დღე: იმ ადამიანების სახელები, გვარები, ტელეფონის ნომრები, რომლებთანაც შეხვედრა გქონდათ, გაიხსენეთ საუბრების შედეგები, შეცვალეთ მოვლენები დადებითად, თუ ისინი უარყოფით კონტექსტში განხორციელდა, იპოვნეთ საკუთარი დადებითი ქმედებები. ასეთი მეთოდი კარგ ზეგავლენას ახდენს ცნობიერებასა და მეხსიერებაზე.

მეხსიერების გაუმჯობესებისთვის კარგია, ასევე, ერთგვარი ”დეტექტივობანას” თამაში: სეირნობის, ან შესვენების დროს ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გარშემო არსებულ ყოველ წვრილმანზე: დააკვირდით საგნებს, მოუსმინეთ ბგერებს. წარმოიდგინეთ, რომ გამომოძიებელი ხართ და ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს იძიებთ. ამ თამაშში მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი. ეს ვარჯიში გახსნის აღქმის ყველა არხს და ეფექტი მოულოდნელი იქნება.

ეს მეთოდები გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას ყოველდღე გაიმეორებთ. ერთ თვეში უკვე გექნებათ შედეგი: მეხსიერება გაგიფართოვდებათ და შეძლებთ უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრებას.