საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან, 30 წელი გავიდა - 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.

რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა.

ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც იღებდა.

ჯამში მონაწილეთა რაოდენობა 3.302.572 ადამიანსი იყო. მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.