ემიგრაცია 21-ე საუკუნის ტკივილი - ინტერვიუ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველთან


საქართველოსთვის ემიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. სამწუხაროდ, ყველა ოჯახს ჰყავს ემიგრანტი მეგობარი, ნათესავი ან ოჯახის წევრი. ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი საქართველოდან 15 წლის წინ საბერძნეთში წავიდა. ,,ეს წლები სავსეა ტკივილითა და დარდით, ცრემლითა და მონატრებით“- ამბობს მ.ბ. რესპოდენტის სახელს და გვარს, მისი თხოვნით, არ ვასახელებთ.

მოგვიყევით თვენს შესახებ

დიასახლისი ვიყავი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვჭირდა ცხოვრება. საჭმლის ფული არ მქონდა. მთელი წელი ვცდილობდი სამსახური მეპოვნა, მაშინ განსაკუთრებით რთული იყო სამსახურის პოვნა. დიახ, წლების წინ სამშობლოში თვალცრემლიანი შვილები დავტოვე და საბერძნეთში წამოვედი, მათი გულისთვის, მათი განათლებისა და კეთილდღეობისთვის. პირველი დღეები განსაკუთრებით რთული იყო, ვერ ვძლებდი, სუნთქვაც კი მიჭირდა. დროთა განმავლობაში შევეჩვიე, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა. მე რომ სამშობლოდან წამოვედი, ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ახლა კი სკოლაც დაამთავრეს, უნივერსიტეტიც და შვილებიც ჰყავთ.

დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

რა თქმა უნდა, ყოველ დღე მაინც ვფიქრობ დაბრუნებაზე, თავიდან მეგონა 5 წელში დავბრუნდებითქო, მაგრამ არ გამოილია პრობლემები ოჯახში და ისე გავიდა წლები ვერც შევამჩნიე. ახლა შვილიშვილებზე ვზრუნავ. ყოველდღე ველაპარაკები ჩემს პატარებს სოცალური ქსელების დახმარებით. უახლოეს მომავალში კი აუცილებლად დავბრუნდები.

რა გრძნობაა, როცა უცხო ოჯახში იწყებ ცხოვრებას?

პირადად მე, გამიმართლა. ოჯახში დიდი სიყვარულით მიმიღეს. ანაზღაურებაც ნორმალური მაქვს. ოჯახის წევრი ვარ, ფაქტობრივად, ამდენია წელია აქ ვარ. თუმცა საკუთარ ოჯახს და შვილებს, რა თქმა უნდა, არაფერი ჯობია. მათმა სიყვარულმა გამაძლებინა უცხო ქვეყანაში. ბევრჯერ მტკენია და ვერავის ვუყვებოდი. მთელ ხელფას ოჯახში ვგზავნიდი, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს შვილებს განათლების საშუალება ქონდათ.

ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?

მეშინია, რომ შვილებს ვერასდროს ვნახავ. მეშინია, რომ შვილიშვილებს ვერ ჩავეხუტები.

და ბოლოს, რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა აპირებს ემიგრაციაში წასვლას?

ვეტყოდი, რომ არ დატოვონ შვილები, ეცადონ, რომ არ გადადგან ასეთი ტკივილიანი და მძიმე ნაბიჯები, რა თქმა უნდა, თუ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა არ არის. ძალიან რთულია შვილებისგან შორს ყოფნა, სისხლის ყველა უჯრედებამდე აღწევს ეს ტკივილი, სულს ამწარებს.

ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის, თქვენთან საუბარი ძალიან საინტერსოა.

ძირიქით, მადლობა თქვენ რომ დარდის და განცდის გადმოცემის საშუალება მომეცით.