5 უცნაური ფაქტი ჯანმრთელობის შესახებ


ჯანმრთელობის შესახებ ვიცით, რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია ვიტამინების მიღება, ფიზიკური აქტივობა და ბევრი სითხე, თუმცა ამჯერად, ჯანმრთელობის შესახებ იმ 5 უცნაურ ფაქტს გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ.

1. საწერ მაგიდასთან დიდხანს ჯდომა სიკვდილის რისკებს 50%-ით ზრდის.
ოფისის თანამშრომლებში, რომლებიც დღე-ღამეში საწერ მაგიდასთან 10 საათზე მეტს ატარებენ, სიკვდილიანობის რისკი 48%-ით მაღალია, ვიდრე მათთან, ვინც დღის მანძილზე მაგიდასთან 4 საათი ზის. ამ რისკის შესამცირებლად ყოველი საათის მანძილზე თუნდაც 5 წუთიანი ვარჯიშიც კი საკმარისია. ისეთი მინიმალური ცვლილებებიც კი, როგორიც ლიფტის მაგივრად კიბეებზე ასვლაა, რისკებს გაცილებით შეამცირებს.

https://regarder.ge/wp-content/uploads/2019/05/5159/desk-job.jpg

2. ვაშლის დაყნოსვა კლაუსტროფობიისგან გაგათავისუფლებთ.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მწვანე ვაშლის სურნელის შესუნთქვა ორგანიზმს სტრესისგან და დახურული სივრცის მიმართ შიშისგან ათავისუფლებს. ის ასევე ძალიან კარგია თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. უძრავი ქონების მაკლერები ვაშლის სურნელს იმისთვისაც იყენებენ, რომ პოტენციურ მყიდველს შენობა გაცილებით დიდად მოაჩვენონ.

ანტონოვკა” და “ცარსკი” VS “გრანი სმიტი” – IPRESS.GE

3. ხელით წერა გონებას ავარჯიშებს.
რაიმე ფაქტის დასამახსოვრებლად თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ხელით უნდა დაწეროთ. მაგალითად, როდესაც ლექციაზე რვეულში ჩანიშვნებს აკეთებთ, თქვენ იღებთ ინფორმაციას, აანალიზებთ მას, შემდეგ ერთ ფრაზაში აქცევთ და ინიშნავთ. ეს ინფორმაციას გაცილებით ეფექტურად ინახავს თქვენს ტვინში, ვიდრე კლავიატურაზე ბეჭდვა.

ვისურვებდი, რომ დედამიწა მალე დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას“ - დამიის საჯარო  სკოლის მოსწავლემ პანდემიურ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა - ეტალონი

4. ყავის სმა დეპრესიის პრევენციაა
ბევრი გვესმის იმის შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის კოფეინს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას დადებითი მხარეებიც აქვს. ქალები, რომლებიც დღეში 4 ჭიქა ყავას მიირთმევენ, დეპრესიის რისკს 20%-ით ამცირებენ. კიდევ უფრო ადრინდელი კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც ყავას აქტიურად მოიხმარენ, არ არიან მიდრეკილი სუეციდის მიმართ.

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყავას სვამთ? - მარაო.გე

5. საღეჭი რეზინი აფხიზლებს
თუ დილაობით საწოლიდან ადგომა და აზრების მოკრება გიჭირთ, საღეჭი რეზინი დაიხმარეთ. კვლევის მიხედვით მენთოლიანი საღეჭი რეზინის მოხმარება მომენტალურად აქრობს დაღლილობის შეგრძნებას და ორგანიზმს აფხიზლებს.

საღეჭი რეზინი, რომელიც ჯანმრთელობას აუმჯობესებს | Ambebi.GE