ორი სტუდენტია, ერთის დაინიფიცირების წყარო კი უცნობი - გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა


გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ერთ კვირაში 4 გაიზარდა. DIANEWS.GE-ს ინფორმაციით, აქედან 2 სტუდენტია. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ გიუნაშვილის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული სამი პირის წყარო ამ ეტაპზე უკვე ცნობილია და მათგან ორი ქობულეთს, ხოლო ერთი თბილისის კლასტერს უკავშირდება. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ცდილობენ დაადგინონ გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი კიდევ ერთი ინფიცირებულის წყარო და მისი კონტაქტები.

,,რა თქმა უნდა გორში დადასტურდა ოთხივე შემთხვევა. მათგან სამის წყაროს დადგენა უკვე მოხდა, ახლა კი ვცდილობთ კიდევ ერთი ინფიცირებულის წყაროს დადგენას. ჩვენი ეპიდემიოლოგები ამ წუტებშიც სხვა და სხვა ლოკაციებზე მუშაობენ მათი კონტაქტების დასადგენად" - განაცხადა მარიამ გიუნაშვილმა