ამირან გამყრელიძე: ქვეყანა კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა


ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. 5 აპრილს ჩატარებული 25 ათასი კოვიდტესტირებით, 20:00 საათის მონაცემებით, 794 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დადებითობის, ინციდენტობისა და რეპროდუქციის ინდექსის სტატისტიკური მაჩვენებელი მატულობს, რაც მესამე ტალღის მოახლოებაზე მეტყველებს.

„მართალია, ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდააა. მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს: პირველ რიგში, ყველგან და ყველას მიერ პირბადის უნივერსალურ ტარებაზე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.