დაკავებულია ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა ლაგოდეხის სოფელ კაბალაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ ფაქტს წინ შელაპარაკება უძღოდა

დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.