ღარიბაშვილმა ახალი უწყებათაშორისი საბჭო შექმნა


პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შეიქმნა. საბჭომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. საბჭოს თავად ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

"განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები", - წერია პრესრელიზში.

საბჭომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა მთავრობას უნდა წარუდგინოს ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.