ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 25 წლის სპორტსმენმა მესამე ადგილი აკვრაში დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 310 კილოგრამი დააფიქსირა და მეხუთე პოზიციაზე გავიდა.

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი თურქი მოჰამედ ოზბაკი გახდა, რომელმაც ორჭიდში 323 კილოგრამი დაძლია.

დღეს, კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კახი ასანიძე გამოვა. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე კი ტურნირში კვირას, 11 აპრილს ჩაერთვება.