ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს - ამირან გამყრელიძე


ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტრანსორტით სარგებლობიგან და მოკლე მანძილზე ფეხით გადაადგილდნენ.

„ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“, – განაცხადა გამყრელიძემ.