"ინფექცია ცირკულირებს სერიოზულად ქვეყანაში, გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?!" - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკაონ. ამის მიზეზად კი, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ზრდას ასახელებს.

"10 კლასტერია ახლა ქვეყნაში ჩამოყალიბებული სხვადასხვა რეგიონებში, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან, შევთანხმდეთ რა საზოგადოება, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან, ინფექცია ცირკულირებს სერიოზულად ქვეყანაში, გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?!" განაცხადა გამყრელიძემ.