მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ნახეთ დეტალები


ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადტერიტორიაზე შემოსვლას მდინარე ენგურის საშუალებით ცდილობდა. სწორედ მდინარე ენგურიდან მოხდა ცხედრის ამოყვანა.