თავდასხმა მოლარზე - სოციალურ ქსელში თავდასხმის ამსახველი კადრები გავრცელდა


ბათუმში არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს თავს დაესხნენ.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, მაშინ, როცა მოლარემ მომხარებელს პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტიკ-ტოკზე ატვირთა, თუმცა მალევე წაშალა.