''ენმ'' რეგიონის წარმომადგენლებს ხვდება და 15 მაისისთვის მზადებას განაგრძობს


ოპოზიცია 15 მაისს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება.

"ენმ"-ს ოფისში დღეს, პარტიის რეგიონის წამომადგენლებთან, შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებით, ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა აღარ აქვს და აღნიშნული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთდაერთი გზაა.

"ენმ"-ს წევრების განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე,15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ
საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ისინი ამბობენ, ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონებში მუშაობა უკვე დაწყებულია და 15 მაისს აქციას საქართველოს ყველა კუთხიდან შეუერთდება.