ხანძარი გორში - ამ წუთებში ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული (პირდაპირი ეთერი)


გორში, გმირების ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

dianews,ge-ს ინფორმაციით, ხანძარი სახლის მეორე სართულზე, სხვენში გაჩნდა. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ბინის ერთ-ერთ მეპატრონეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.