რამდენიმე წუთის წინ სკოლის მიმდებარედ მანქანაში ცხედარი იპოვეს - ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული


ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარედ, მანქანაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ქალი მანქანაში ცუდად გახდა და გადმოსვლისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.