ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც მდინარე ენგურში დაიხრჩვნენ – ნახეთ ფოტოები


ცნობილია იმ პირების ვინაობა, რომლებიც აფხაზეთიდან საქართველოსკენ მომავალ გზაზე, მდინარე ენგურმა იმსხვერპლა.

ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თამუნა ცატავაა

სოციალურ ქსელში, ახალგაზრდების ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურებიან:

"ტრაგედია მდინარე ენგურთან

დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის ცოლქმარი და მათი რძალი, ქალები 30-38 წლისანი იყვნენ, ქმარი კი 42 წლის, ხოლო მეოთხე მათი გამცილებელი 62 წლის მამაკაცი, ისინი ოკუპირებული გალიის რაინიდან სოფელ წარჩედან არიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ".

შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურიდან 4 ადამიანის ცხედარი დღეს ამოასვენეს, ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლას მდინარის გადალახვით ცდილობდნენ, რა დროსაც გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა და დაახრჩო.

გარდაცვლილების შესახებ დამატებით ინფორმაციას Dianews.ge ამ წუთებში არკვევს.