ძაღლს ფეხები შეკრული ჰქონდა და ნაწამები იყო – გორში მიუსაფარი ძაღლი სასტიკად აწამეს და მოკლეს


გორში, კირიონის ქუჩაზე, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიუსაფარი ძაღლი წამებით მოკლეს.

სასტიკი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია Dianews.ge-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, ძაღლს ფეხები შეკრული ჰქონდა და გარდაცვლილი იყო:

"გორში კირიონის ქუჩაზე დღეს 20:20 წუთზე დავინახე როგორ ეგდო ძაღლი თავიდან ვერ მივხვდი რომ ცოცხალი არ იყო სანამ არ შევხედე ის იყო ნაწამები ფეხები კაბელით ჰქონდა შეკრული. რამოდენიმე დღის წინ ფოტოგრაფთა შეხვედრა იყო ეს ძაღლი სულ ჩვენს გვერდით დადიოდა და ფოტო გადავუღეთ დღეს კი ის ნაწამებ მდგომარეობაში ვნახე" – გვიყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი

გეტყვით, რომ ცხოველთა უფლებების დამცველი, ირმა მთიულიშვილი, აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. მთიულიშვილის განცხადებით, ხვალ სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს.