გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობა სრულდება


ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში არსებულ მწვანე ზონებში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობა მალე დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სარწყავი სისტემა, რომლის სიგრძე 5 500 მეტრია, მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ

ბარათაშვილის სკვერებს, ასევე, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.

ამ ეტაპზე, ახალი სისტემის მონტაჟის დროს გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაცია და მოასფალტება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მერიას საშუალება ექნება თითქმის ყველა მწვანე სივრცე მორწყოს.

სისტემის საშუალებით, წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც: სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი,

იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან. პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, ტარიელ მაისურაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისთვის ერთგვარი შეღავათია, ვინაიდან სკვერების და გაზონების გასარწყვანიანება სასმელი წყლით ხდებოდა და დიდ ხარჯებს ითხოვდა. პროექტი, რომლის ღირებულება 477 627 ლარია, სექტემბერის ბოლოს დასრულდება.