5 ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ყოველ დილით უნდა მიირთვათ


თუ თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც დილით ჭამა არ უყვარს, მაგრამ თან გააზრებული აქვს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რამდენიმე სასარგებლო პროდუქტს შემოგთავაზებთ.

კვერცხი

პროდუქტები დიეტისათვის – ქათმის კვერცხი | FITNI.GE

კვერცხი საოცრად ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტია. თუ კი სადილად კვეცხს მიირთევთ, მაშინ თქვენ გარანტირებული გექნებათ ცილები, ენერგია, რომელსაც მასში არსებული B ვიტამინი გამოიმუშავებს, კარგი განწყობა და ამავდროულად დანაყრებულიც იქნებით.

ყავა

რა მოუვა ორგანიზმს თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას დავლევთ?

ფინჯანი ყავა ბევრი თქვენგანისთვის დილის რუტინის განუყრელი ნაწილი იქნება, ამაში ეჭვიც არ გვეპარება. ხოლო მათ ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ამ რიტუალის შესრულება გეტყვით, რომ კოფეინი გამოფხიზლების საუკეთესო საშუალებაა, ის მომენტალურად მოგანიჭებთ განწყობასა და ენრეგიას, რომელიც დილაობით ასე გვჭირდება. აქვე გვინდა გითხრათ ისიც, რომ კოფეინი მეტაბოლიზმის პროცესსა და ცხიმების წვასაც უწყობს ხელს.
ვოკადო

ავოკადო ჭარბი ქოლესტერინის, პარაზიტების, ფსორიაზის, ნაოჭებისა და ქერტლის  წინააღმდეგ. ის მხოლოდ არომატული ნაყოფი როდია

უამრავი სასარგებლო თვისების გარდა, დროა ავოკადო გაიცნოთ როგორც სადილის განუყოფელი ნაწილი. დილის 1 მარადმწვანე ხილით დაწყება ხელს შეუწყობს თქვენი მეხსიერების გაუმჯობესებას, გარდა ამისა, დაგეხმარებათ კონცენტრაციაში და დიდ წვლილს შეიტანს სისხლ-ძარღვების ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
კენკრა

კენკრა შტოში - სამკურნალო თვისებები - შემცველობა

კენკრის ყველასათვის საყვარელი სახეობები, როგორებიცაა: მოცვი, ჟოლო, მარწყვი თუ მაყვალი, პირველ ყოვლისა, გემრიელი, შემდეგ კი სასარგებლოა, განსაკუთრებით კი დილას უზმოზე. კენკრის ეს სახეობები სავსეა ანტიოქსიდანტებით, ისინი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავენ და ყოველი მათგანი დაბალკალორიულია.
ვაშლი

საქართველოდან ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის | Dalma News
ამ სასწაულმოქმედი ხილის შესაძლებლობების შესახებ ყველას გაგონილი გექნებათ, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ვაშლი დილის ან შუადღის ხილია, მისი მირთმევა ღამის საათებში რეკომენდებული არ არის. თუ კი დილაობით ვარჯიშობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი თქვენი სადილის რუტინის განუყრელ ნაწილად აქციოთ, ის გააუმჯობესებს თქვენი ორგანიზმის ამტანობის თვისებებს და მოგანიჭებთ ვარჯიშისთვის ძალასა და ნერგიას.