სექსუალური თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ინტიმური ცხოვრება ადამიანთა ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ პარტნიორის შერჩევას და ვარსკვლავების „აზრიც“ გაითვალისწინოთ.
ვერძი

ვერძი ძალიან ვნებიანი, შეუპოვარი და ენერგიული საყვარელია. საწოლში ის შეიძლება საკმაოდ ეგოისტურად მოიქცეს, თუმცა ამას ისე აკეთებს, რომ საკუთარ თავსაც მიანიჭოს სიამოვნება და პარტნიორსაც.

30 წლამდე, ვერძისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები არიან ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენლები. 30 წლის შემდეგ ისინი კარგად ეთავსებიან კუროსა და ქალწულის ნიშნებს.

კურო

კუროს უყვარს და აფასებს ყველანაირ ხორციელ სიამოვნებას, იქნება ეს გემრიელი კერძი, ტკბილი ძილი თუ კარგი სექსი. საწოლში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მისთვის დამახასიათებელია ფუნდამენტურობა.

30 წლამდე მისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები გახდებიან თხის რქისა და ქალწულის ნიშნების წარმომადგენლები. 30 წლის შემდეგ კუროები სულიერ ზრდას იწყებენ და შეძლებენ შესაფერისი პარტნიორის ტყუპისა და ვერძის ზოდიაქოს წარმომადგენელთა შორის მოძებნას.

ტყუპი

ტყუპებს არ უყვარს რუტინა და აღმერთებენ ყველაფერ ახალს. ეს სრულად ეხება მათ მოქმედებას ინტიმურ სფეროშიც. ცხოვრებაში მათ შეიძლება ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ურთიერთობები, მათ შორის, ჰქონდეთ ურთიერთობები ერთი ღამითაც კი. ამასთან, ხანდახან ერთდროულად ორი რომანის გაჩაღებაც კი გამოსდით.

30 წლამდე საუკეთესო პარტნიორები ტყუპებმა უნდა ეძიონ სასწორებსა და მერწყულებს შორის. 30 წლის შემდეგ ისინი ხშირად ეთავსებიან კუროს და ვერძის ნიშნებს.

კირჩხიბი

ინტიმურ სფეროში კირჩხიბს მეტისმეტად ტემპერამენტიან ან ნოვატორ საყვარელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ის კარგად გრძნობს თავისი პარტნიორის სურვილებს და შეუძლია მათი წინასწარ გამოცნობა. საწოლში არის ალერსიანი და ტაქტიანია და მზადაა, ყველა ღონე იხმაროს საყვარელი ადამიანისთვის სიამოვნების მისანიჭებლად.

30 წლამდე კირჩხიბმა საუკეთესო პარტნიორები უნდა ეძებოს მორიელისა და თევზების ნიშნების წარმომადგენელთა შორის. 30 წლის შემდეგ მისთვის წარმატებულია ურთიერთობა ტყუპებთან და ქალწულებთან.

ლომი

ლომს თავის გამოჩენა უყვარს ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, საწოლშიც. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ მან ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იცის ცდუნების ხელოვნების შესახებ. მის საძინებელ ოთახში, დიდი ალბათობით, დგას მდიდრული საწოლი, ხოლო განათება გულდასმითაა მოფიქრებული.

30 წლამდე ლომმა საუკეთესო პარტნიორი უნდა ეძებოს ვერძებსა და მშვილდოსნებს შორის. 30 წლის შემდეგ ისინი თავსებადნი არიან თხის რქის ნიშანთან, რომელსაც ხელმწიფის ნიღაბქვეშ ასევე შეუძლია ლომის გვერდით ტახტზე ადგილი დაიკავოს.

ქალწული

როგორც წესი, ქალწულები ხანმოკლე რომანებისთვის დროს არ კარგავენ – ისინი ისწრაფვიან, შეხვდნენ თავის ნამდვილ სიყვარულს, რომლის ძიებაშიც შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეიკავონ თავი, ასე რომ, მის მკლავებში აღმოჩენის შანსი მხოლოდ რჩეულებს აქვთ. საწოლში ის დიდი მგზნებარებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მის გარეგნულ სინატიფეს ან აუმღვრეველ შინაგან სიწმინდეს იმაზე არანაკლებ ძალუძს პარტნიორის აღგზნება, ვიდრე ყველაზე გამოცდილი მაცდურების უნარებს.

30 წლამდე ქალწულისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორები არიან კურო და თხის რქა. 30 წლის შემდეგ ისინი კარგად ეწყობიან მორიელსა და ლომს.

სასწორი

სასწორი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე რომანტიკულია, რაც ვლინდება როგორც იმაში, თუ როგორ მზრუნველობას იჩენს პარტნიორის მიმართ, აგრეთვე იმაშიც, თუ როგორ იქცევა საწოლში. მთრლი მათთვის დამახასიათებელი იდუმალი იერით მათ შეუძლიათ სუნთქვისშემკვრელი ფლირტის ატმოსფერო შექმნან.

30 წლამდე სასწორები სექსუალურად კარგად ეთავსებიან ტყუპებსა და მერწყულებს. 30 წლის შემდეგ კი ტყუპებსა და ვერძებს.

მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანია ზოდიაქოს ნიშანთა შორის. მას ხიბლავს ყველა ხორციელი სიამოვნება, პირველ რიგში კი, ფიზიკური სიყვარული. მისი პარტნიორის მხოლოდ შეიძლება შეგშურდეთ: საწოლში მორიელი დაუღალავია, გამომგონებელი, ალერსიანი, შეუპოვარი და მგზნებარე.

30 წლამდე მორიელის საუკეთესო პარტნიორები არიან კირჩხიბი და თევზები. აგრეთვე, მორიელი კარგად ეთავსება თხის რქასა და ქალწულს.

30 წლის შემდეგ მორიელი კარგად ეწყობა კუროსა და სასწორს.

მშვილდოსანი

საწოლში მშვილდოსანს ცოტა ვინმე თუ შეედრება. ის ძლიერია, დაუღალავი, უყვარს ექსპერიმენტები, ხოლო მისი უდარდელი და კარგი განწყობა მასთან ინტიმურ კავშირს საოცრად ლაღს ხდის. სარეცელზე მას შეუძლია გამართოს მხიარული ბრძოლა ბალიშებით ან ზეწარი შემოიხვიოს და რომაელი იმპერატორის როლი გაითამაშოს.

30 წლამდე მშვილდოსანმა საუკეთესო პარტნიორები ლომის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნებს შორის უნდა ეძებოს. 30 წლის შემდეგ ქალწულთან და ტყუპებთან. ორივე მათგანი მაღალ ინტელექტს ფლობს, რაც მშვილოსნებს ეგზომ ხიბლავთ.

თხის რქა

გაგიკვირდებათ, მაგრამ თხის რქის უშფოთველი და მკაცრი გარეგნობის მიღმა მგრძნობიარე, ხანდახან სენტიმენტალური ადამიანი იმალება, რომელიც ინტიმური სიახლოვის წუთებში სრულად ავლენს საკუთარ ნამდვილ ბუნებას.

30 წლამდე თხის რქამ ყველაზე შესაფერისი პარტნიორები უნდა ეძებოს კუროს და ქალწულის ნიშნებს შორის. 30 წლის შემდეგ თხის რქა მისთვის დამახასიათებელ თავშეკავების უნარს კარგავს და ნაკლებად მკაცრი ხდება. ამ დროს ის ხშირად ეთავსება მერწყულსა და მორიელს.

მერწყული

მერწყულის სექსუალურობა მეტისმეტად თავისებურია: პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია მის არასტანდარტულ მსოფლხედვასთან. სასიყვარულო პრელუდიის სახით, მერწყულს შეუძლია პარტნიორს გაუზიაროს თავისი ფართო ერუდიცია სექსის შესახებ, თავისი ეროტიკული ფანტაზიები და თავგადასავლებიც კი.

30 წლამდე მერწყულმა შესაფერისი პარტნიორები ტყუპებსა და სასწორთა შორის უნდა ეძებოს. 30 წლის შემდეგ მერწყული უფრო მეტად ინტერესდება პრაქტიკული მიწიერი ცხოვრებით და მაშინ ის ხშირად ქალწულთან და ვერძთან არის თავსებადი.

თევზები

თევზები განსაკუთრებულ ეროტიკულ შარმს ფლობენ, რაც მათ მეტისმეტად მგრძნობიარე და დაუცველ ბუნებაში ვლინდება. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ, თუმცა ეს თვისება მამაკაცებშიც შეიძლება საკმაოდ მკაფიოდ ვლინდებოდეს. საწოლში თევზები ძალზე მგრძნობიარენი და ალერსიანები არიან, რაც მათთან სასიყვარულო კავშირს დაუვიწყარს ხდის.

30 წლამდე თევზებმა ყველაზე შესაფერისი პარტნიორები უნდა ეძებონ კირჩხიბებსა და მორიელებს შორის. 30 წლის შემდეგ თევზებს შეუძლიათ კარგად შეეწყონ სასწორებს.