3 მიზეზი თუ რატომ არის მოკლეთმიანი ქალი მომხიბვლელი


საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,რომ გრძელი თმა ქალს რომანტიკულ ელფერს სძენს, რომ მის ინტელექტსა და ძალას უსვამს ხაზს, თუმცა ეს წარსულიდან გადმოსული სტერეოტიპია და ცხადია, ქალის მოკლე ვარცხნილობა შეიძლება ძალიან მომხიბვლელი იყოს. კვლევამ დაადასტურა, რომ კაცების ნაწილი ქალით, რომელსაც მოკლე ვარცხნილობა აქვს, უფრო მეტად იხიბლება და მას უფრო სასურველად მიიჩნევს. ვნახოთ 3 მიზეზირატომ მოსწონთ მოკლეთმიანი ქალები.

1.მოკლე თმა იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას. მოკლე ვარცხილობები განსხვავებული და ექსტრავაგანტულია, ამიტომაც შეუმჩნეველი არავის რჩება. მამაკაცები ამბობენ, რომ თმის მოკლე ვარცხნილობა გრძელ თმებთან შედარებით იშვიათია და ამიტომაც ქალები, რომლებიც მოკლე თმას ატარებენ, მათ თვალში განსაკუთრებულები არიან.

The Best Celebrity Short Haircuts of All Time | Southern Living

2.მოკლე თმაში უკეთ ჩანს სახის მოყვანილობა. უკეთ ჩანს ქალის სილამაზე. მოდის ჩვენებებზე მოდელებს უმეტესწილად, თმა გადაწეული აქვთ ისე, რომ სახე მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, გრძელმა თმამ დამალოს ქალური მახასიათებლები. კვლევის თანახმად, კაცები მიიჩნევენ, რომ ქალის სახის მთელი სილამაზე მოკლე თმაში უკეთ ჩანს.

Pin on Hair Ideas

3.მოკლე თმაში ქალი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება. მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ყველაზე ლამაზია, მოკლე თმა კი მას თავდაჯერებულ ელფერს აძლევს, რაც გარშემო მყოფებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

Celebrities who have rocked short hair - Women Hair Cuts