რატომ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში კურო


კუროებს აქვთ კეთილშობილი და დამოუკიდებელი ხასიათი.

მეგობრებს ადრეულ ასაკში იძენენ, როცა მათი ხასიათი განსაკუთრებით მოქნილია და ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. კუროებს არ ახასიათებთ სისასტიკე და სამაგიეროს გადახდის სურვილი, მაგრამ ტყუილს და ღალატს არ პატიობენ, დიდხანს და მტკივნეულად გადააქვთ წყენა.

ქალი-კუროები სულიერად ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ რბილად იქცევიან. მათთვის დამახასიათებელია ნაზი შეუპოვრობა და არააგრესიული სიჯიუტე.

მამაკაცი-კუროები გაუგებარი გზით აერთიანებენ თავიანთ სიმშვიდეს და განსჯის უნარს. ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფერში დომინირებისკენ და ამასთან სამსახურში ხელმძღვანელის მითითებებს მშვიდად ემორჩილებიან, აიგნორებენ ცოლის თხოვნებს ჩვეული სიჯიუტით.

კუროს მაღალი სტანდარტები აქვს

კუროს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს. მას ყოველთვის ურჩევნია ხარისხი, ვიდრე რაოდენობა. თუ კუროსთან ერთად ერთობით, თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ. მან თქვენ აგირჩიათ, რადგან იცის, რომ მის სტანდარტებს აკმაყოფილებთ.

კურო მზრუნველია

სხვას არავის შეუძლია იყოს ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი დეტალების მიმართ, როგორც კუროა. მას ყოველთვის ახსოვს, თუ რა გიყვართ, სად გიყიდოთ და რომელი წარწერა მოგეწონებათ მაისურზე.

კურო იუმორით გამოირჩევა

ჭკვიანი იუმორი უყვარს და ხუმრობა შეუძლია. და ბოლოს, რაც მთავარია, მასთან არ მოიწყენთ.